Wednesday, June 27, 2018

ტრენინგის მე-9-ე დღის რეფლეფსია

მეცხრე დღეს ვიმუშავეთ  პორტფოლიოს დასრულებაზე, განვათავსეთ ბლოგზე.
9 დღის შრომატევადი და ნაყოფიერი მუშაობა, მშვიდი, კოლეგიალური გარემო,
ჩვენი ტრენერის, ნინოს დამსახურებაა, მადლობა ნინო იმ გულისხმიერებისთვის
რასაც ამ 9 დღის განმავლობაში ჩვენს მიმართ იჩენდი.
    სასწავლო პროექტზე მუშაობამ დაგვანახა მისი უპირატესობა 21-ე საუკუნის უნარების
განვითარებისათვის, სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.
     სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს,
დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს,თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო,
პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობას ჩვენი პროდუქტიულობის ზრდისათვის.
      და ბოლოს, დავათვალიერეთ ერთმანეთის პორტფოლიოები და შევაფასეთ.

Tuesday, June 26, 2018

ჩემი პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიეროთ და შეაფსოთ ჩემი პროექტის პორტოლიო.

Monday, June 25, 2018

მერვე დღის რეფლექსია

გავეცანით სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსების შერჩევას, გეგმის შაბლონში ვიმუშავეთ რესურსების შერჩევაზე და ციფრულ კომპეტენციებზე.
მოდული-7.---ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.ისტ-ის სტსნდარტს, ასილიტაციის მასალებს, ვიმუშავეთ ფასილიტაციისრესურსების შექმნაზე, სასწავლო პროცედურების დასრულებაზე. გავეცანით გუგლის ფორმებით გამოკითხვას.
  ჯგუფებში შევასრულეთ სახალისო დავალებები. საინტერესოდ წარიმართა  მერვე დღე.
 დიდი  მადლობა ამისთვის.

გამოკითხვა


გთხოვთ შეავსით გამოკითხის ფორმა.

Thursday, June 21, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოდული-6. გავეცანით შეფასების რუბრიკების ან ჩეკლისტების შერჩევის და შედგენის მეთოდებს. მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობას,სწავლის სხვადასხვა სტილის გაცნობა-გააზრებას. ასევე გავეცანით მრავალმხრივი ინტელექტის და დიფერენცირებული სწავლების საკითხებს, თვითრეგულირების უნარის განვითარების,სწავლის სტრატეგიების სწორად შერჩევის უნარის განვითარების
მეთოდებს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდებს
გავეცანით შაბლონის შექმნის და გამოყენების მეთოდებს

Wednesday, June 20, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე,შესაბამისი ფორმატის შერჩევასა და ფოტო მასალის  ჩაშენებაზე.   ასევე ვიმუშავეთ ტესტების შექმნის  მეთოდებზე. საქმიანი და საინტერესო დღე იყო.

Tuesday, June 19, 2018

მხუთე დღის რეფლექსია




         გავეცანით  მოდული-3 მასალებს, კერძოდ  კავშირებს. თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის. გავეცანით  უკუკავშირის მიცემის რჩევებს და მეთოდებს.ვიმუშავეთ წყვილებში, მივეცით რეკომენდაციები ერთმანეთს.ვიმუშავეთ გუგლში სურათის მოძებნასა და ჩაშენებაზე.  ასევე  ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფონის შერჩევასა მიცემაზე. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ვიმუშავეთ შესაბამის  ტესტზე.
     საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი დღე იყო

Saturday, June 16, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია





     გავეცანით მოდული 2-ის  , აქტივობა 3-ს. ვისწავლეთ შეფასების სტრატეგიები. მიმოხილვა და სტრატეგიები
მიმდინარე, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების საჭიროებები: წახალისების , თვითრეგულირებადი სწავლის და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები, გაგების შემოწმების და მეტაშემეცნების წახალისებისთვის.
გაგების და დემონსტრირების


  საინტერესო სამუშაო დღე იყო. მადლობა.

III დღის რეფლექსია

   


       გავეცანით მოდული 2-ის სასწავლო პროექტის ეფექტურად დაგეგმვის ხერხებს, სასწავლო მიზნების შემუშავებას, ბუნდოვან და სპეციფიკურ მიზნებს: 1.სამყაროს წარმოშობის ისტორია/ზოგადი/ 2.ბუნების საჭიროება ცოცხალი ორგანიზმებისათვის, ბუნებრივი რესურსების როლი სამყაროში/თემატური/  3. ჟანგბადის წარმოშობის ციკლი/შინაარსობრივი/ საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ საინტერესო დღე იყო.

Saturday, June 9, 2018

მეორე დღის რეფლექსია



წინა დღესთან შედარებით უფრო პროდუქტიული იყო დღევანდელი დღე. გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, პროექტზე დაფუძნებულ მიდგომებს პორტფოლიოებს,პუბლიკაციის მომზადებას, ვიმუშავეთ ბუკლეტის შაბლონზე, საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტის შერჩევაზე.
   საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეორე დღე. მადლობა ტრენერ- ნინო კოკილაშვილს.


                       

პირველი დღის რეფლექსია

                    


          ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ინტელის ტრენინგის პირველი დღე . ვიუვერში მუშაობის პრინციპის გაცნობის შემდეგ გავეცანით პროექტების შედგენისა და განხორციელების წესებსა და უნარ-ჩვევებს.

                ასევე გავეცანით  პორტფოლიოს ჩეკლისტს, სასწავლო  მიზნებს, პროექტის გეგმის შაბლონებს.ვისწავლეთ ბლოგების შექმნა და შევქმენით საკუთარი ბლოგი. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მწამს დამეხმარება პროფესიულ ზრდაში და საინტერესო და სახალისო გაკვეთილების ჩატარებაში.  მადლობა ყველას ამისთვის, ვინც მომცა ამის საშუალება.